пятница, 18 декабря 2009 г.

გადავარჩინოთ შავი ზღვა

  1. პროექტის სახელი: გადავარჩინოთ შავი ზღვა
  2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2წინადადებით: რა მდგომარეობაშია შავი ზღვის წყალი და სანაპირო ზოლი.რა იწვევს მის გაჭუჭყიანებას,როგორი მინდა რომ იყოს შავი ზღვა,რა ღონისძიებებიუნდა გატარდეს შავი ზღვის გადასარჩენად.
  3. პროექტის სრული აღწერა:ამჟამად მწვავედ დგას შავი ზღვის წყლის გაჭუჭყიანების საკითხი, ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სანაპირო პლაჟების დაცვას,ვინაიდან კაშხლებისა და ელექტრო სადგურებისმშენებლობის გამო შემცირდა მდინარეების მიერ ჩამოტანილი პლაჟწარმომქმნელი მყარი მასალის რაოდენობა და ინტენსიურად დაიწყო პლაჟების ჩარეხვა.შავ ზღვას ძირითადად აბინძურებს: გაუწმენდავი წყლის ჩადინება; სასუქების, შზამ-ქიმიკატების ჩადინება;ნავთობპროდუქტების ჩადინება; გაუწმენდავი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ჩაშვება(კანალიზაცია, მყარი ნარჩენები); მავნე ქიმიური ნაერთების და მტვრის ჩადინება წვიმის წყლის სახით; სანაპირო ზოლის გაჭუჭყიანება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით "ზღვის ნობათის " უმართავი მოპოვება.
  4. მონაწილეთა ასაკი: 15-წელი
  5. ვადები/ხანგრძლივობა: 1თვე
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით. დისკუსიის გამართვა,გამოფენის მოწყობა.
  7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას, განუვიღარდებათ პროექტზე მუშაობის, დისკუსიისა და პრობლემის გადაჭრის უნარი. მოპოვებულ ინფორმაციას დადებენ ბლოგზე.
  8. სარგეგელი სხვებისთვის: დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდება
  9. სამუშაო ენა: ქართული.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია.
  11. პროექტის ფასილიტატორი: ქეთევან ბეღელიძე
  12. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: ketibegel@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: